სოფელ ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა

გრიგოლეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი ხელისუფლება დაფარავს

კახეთში მომხდარმა ავტოავარიამ 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საგარეჯოს რაიონში სოფელ ბადიაურთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისუპერმარკეტ “სმარტის” წინ დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის პოლიციის შენობასთან ზესტაფონელი სამი ახალგზრდის ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს