“საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა.

დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო ღრმავდება.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროცესში.

დონალდ ტუსკმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესის წარმატებული დასასრული კი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ მოკავშირეობის შეთანხმებების გაფორმებასთან და ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.

დონალდ ტუსკმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს, ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

banner
წინა სტატიაშიდამასკოში რუსული სკოლა გაიხსნება
შემდეგი სტატიაპრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, მალე მიიღწევა