დამასკოში რუსული სკოლა გაიხსნება

დამასკოს მუნიციპალიტეტმა რუსული სკოლის ასაშენებლად მიწა გამოყო - ამის შესახებ სირიაში რუსეთის ელჩი ავრცელებს ინფორმაციას.

დამასკოს მუნიციპალიტეტმა რუსული სკოლის ასაშენებლად მიწა გამოყო - ამის შესახებ სირიაში რუსეთის ელჩი ავრცელებს ინფორმაციას. "დამასკოს მუნიციპალიტეტმა ამ პროექტისთვის ერთი ჰექტარი მიწა უკვე გამოყო კუდსია ალ-ჯადიდას რაიონში, ე.წ. ახალ დამასკოში. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საძირკველის ჩაყრის ცერემონიალზე პალესტინის მართლმადიდებელი საზოგადოების წევრები ჩამოვლენ" - განაცხადა ელჩმა. 2015 წლიდან სირიის სკოლებში რუსული ენა, როგორც ძირითადი საგანი შევიდა.  სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.დამასკოს მუნიციპალიტეტმა რუსული სკოლის ასაშენებლად მიწა გამოყო – ამის შესახებ სირიაში რუსეთის ელჩი ავრცელებს ინფორმაციას.
“დამასკოს მუნიციპალიტეტმა ამ პროექტისთვის ერთი ჰექტარი მიწა უკვე გამოყო კუდსია ალ-ჯადიდას რაიონში, ე.წ. ახალ დამასკოში. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ საძირკველის ჩაყრის ცერემონიალზე პალესტინის მართლმადიდებელი საზოგადოების წევრები ჩამოვლენ” – განაცხადა ელჩმა.
2015 წლიდან სირიის სკოლებში რუსული ენა, როგორც ძირითადი საგანი შევიდა.

სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი რუხაძე – განცხადებას გავაკეთებ, სადაც შევეცდები ყველაფერი განვმარტო
შემდეგი სტატია“საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა”