პრემიერი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, მალე მიიღწევა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე მიგრაციის პოლიტიკის მოდერნიზების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა ევროკომისარს სავიზო დიალოგის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კონკრეტული შედეგი – საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება, მალე მიიღწევა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოში უკვე მოდერნიზებულია მიგრაციის მართვის პოლიტიკა, ასევე, გატარდა სისტემური რეფორმები იმიგრაციისა და ემიგრაციის კონტროლის მიმართულებით.

ევროკომისიაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა”
შემდეგი სტატიაGoogle-ის მეთაურმა 199 მილიონი დოლარი ბონუსად მიიღო