ნიკა მელია: ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ”, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მელიას თქმით, ამ დოკუმენტში არის ერთი მუხლი, რომელიც პარტიის წევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ, მაგრამ უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, კრისტიან დანიელსონს, აშშ-ის ელჩს და განსაკუთრებით მადლობა კარჰ ჰარლელს. არის ამ შეთანხმებაში ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხელმოწერას ვერ დავსვამთ ამ დოკუმენტზე, თუმცა სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით და ვიბრძოლებთ, რომ ეს მავნებლობა, რომელსაც ახლა აქვს ადგილი „ქართული ოცნების“ მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება, შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

banner
წინა სტატიაში7-თვიანი ბოიკოტი დასრულდა-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის
შემდეგი სტატიანიკა მელია ოპოზიციური პარიტების წარმომადგენლებს მიმართავს