კახა კოჟორიძე: პროკურატურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში კითხვები კვლავ არსებობს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით პროკურატურის პასუხს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სწორედ საზოგადოების დაცულობის და ინფორმაციის მიწოდების მიზნით ითხოვა ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებებზე არსებული ინფორმაციის გასაჯაროება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს განხორციელდა თუ არა, მართლმსაჯულება სისტემური და ძალადობრივი დანაშაულის მიმართ.

კითხვები კვლავ არსებობს, მაგრამ პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იმაზე მეტი იყო, რაც აქამდე ჰქონდა საზოგადოებას.

ამ საკითხით ჩვენ კვლავ დაინტერესებულნი ვართ, უახლოეს მომავალში შედგება შეხვედრები მთავარ პროკურატურასთან და სახალხო დამცველთან“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

banner
წინა სტატიაში“ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით, ჩვენ დამკვეთი გვაინტერესებს” – ასმათ ხარძიანის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: ლარის კურსი საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა