არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შემოტანის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე, იეგანა გასიმოვა დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან ბრალდებულმა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა
შემდეგი სტატია„ეს ზღაპრები მოუყვეს მანანა კობახიძეს და ნანა კაკაბაძეს მოუხმონ ხოლმე” – ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს