დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ბიზნესის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა

qumisashvili„ჩვენ შევთანხმდით ბიზნესთან, რომ მათი ყველა ინიციატივა იქნება განხილული და უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით გადაწყვეტილებებით“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესასოციაციებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დღეს გაჟღერდა, არის საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულება. ჩვენ ბიზნესისგან არაერთხელ გვქონდა მოსმენილი, რომ მნიშვნელოვანია, ადმინისტრირების მიმართულებით შემოწმებები სწრაფად დაიწყოს, სწრაფად დამთავრდეს და გადაწყვეტილებები იყოს გამჭვირვალე. ამას ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ახორციელებდა, თუმცა, გაუმჯობესება ყოველთვის არის საჭირო. ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ბიზნესს, რომ გაუმჯობესების ლიმიტი არსებობს“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები მოისმინეს ბიზნესის მხრიდან. „მათ შორის, მაგალითად, ერთ-ერთი ინიციატივა იყო, რომ საგადახადო შემოწმების დროს არ მოხდეს ინკასოს დადება და ანგარიშების გაყინვა. ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც აუცილებლად იქნება ცხოვრებაში გატარებული“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: უკან არ დავიხევთ, სანამ არ დამარცხდება უბედურება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია
შემდეგი სტატიაარადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შემოტანის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა