„ეს ზღაპრები მოუყვეს მანანა კობახიძეს და ნანა კაკაბაძეს მოუხმონ ხოლმე” – ალეკო ელისაშვილი ეკა ბესელიას პასუხობს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

ეკა ბესელიას ბრალდებებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს. ალეკო ელისაშვილი უმრავლესობის დეპუტატის განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს.

მისი თქმით, ცხადია, რომ ნებისმიერი პატიმრის წერილი, რომელის კომისიამ არ შეიწყალა, კრიტიკული იქნება. საკრებულოს დეპუტატი კვლავ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

„ეს ზღაპრები მოუყვეს მანანა კობახიძეს და ნანა კაკაბაძეს მოუხმონ ხოლმე და ამ სამმა ერთმანეთს მოუყვნენ ეს ზღაპრები. რაც უნდა გამოაქვეყნოს, კისერი უტეხია. საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ხელფასის მეტი არაფერი ამიღია, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი შემოთავაზება იყო,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს ალეკო ელისაშვილის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კომისიის მიმართ ძალიან დიდი პრეტენზიები იყო. მისივე განმარტებით, იყო პერიოდი, როდესაც კომისია საერთოდ არ იხილავდა პატიმართა საქმეებს თვეების განმავლობაში.

banner
წინა სტატიაშიარადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობების შემოტანის გამო აზერბაიჯანის მოქალაქე დაჯარიმდა
შემდეგი სტატიამე “რაშა ორერას” ვმღეროდი, გუგული – “მხოლოდ შენ ერთს”