გაუჩინარებული პროკურორის ბედი ისევ გაურკვეველი რჩება

ზუგდიდის საოლქო პროკურორის 2 დღის წინ გაუჩინარებული პაატა ქირიას ბედი ჯერჯერობით ისევ გაურკვეველი რჩება. ქირიას ოჯახის წევრები გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით გუშინ ღამე პროკურატურაში იმყოფებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ოჯახისთვის რაიმე სიახლე არ უცნობებიათ, არ არის ნაპოვნი არც პროკურორის მანქანა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს, პირველი ვერსია პროკურორის პირად ცხოვრებას უკავშირდება, მეორე კი მის სამსახურეობრივ საქმიანობას, ქირია პროკურატურაში აფხაზეთის რეგიონს კურირებდა.

შეგახსენებთ, პაატა ქირია მიმდინარე წლის 13 იანვარს დაიკარგა, მას ჯერ-ჯერობით დაუდგენელი პირი დაუკავშირდა, ქირიამ ოჯახს უთხრა რომ სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და სახლიდან გავიდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართავენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული პრობლემები განიხილა