პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული პრობლემები განიხილა

news
ავტ.: news იანვარი 16, 2016 14:51

პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული პრობლემები განიხილა

რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების სამუშაო შეხვედრაზე.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს.

საუბარი შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს ყველა ოჯახის უზრუნველყოფა სასმელი წყლით და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ახალგაზრდობის პრობლემებზე ზრუნვის მნიშვნელობას და რეგიონის ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა გუბერნატორების მოსაზრებები და წინადადებები სამომავლო გეგმების შესახებ, სამუშაო ფორმატთან დაკავშირებით და სახელისუფლებო შტოებთან კომუნიკაციის გაძლიერებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

news
ავტ.: news იანვარი 16, 2016 14:51

Google სტატისტიკა


2,461
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics