სტამბოლში სასტუმროს შენობა იწვის (ვიდეო)

სტამბოლში სასტუმროს შენობა იწვის-მის შესახებ თურქული გამოცემა Milliyet იუწყება. ამ წუთებში სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.ხანძრის გამომწვევი მიზეზი  ამ დრომდე ზუსტდება. შენობაში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. ისინი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ. 20 ადამიანის გადარჩენა კი უკვე შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი თითქმის ლიკვიდირებულია. ინციდენტის დროს მშენებლობაზე მუშები მუშაობდნენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. ამასთან, დღეს სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაჭრილებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

https://youtu.be/5pBgIf0umU0

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ეს არის გიორგი სოლომონიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ის უბრუნდება თავის საქმიანობას
შემდეგი სტატიასტამბოლის ცენტრში სამართალდამცავები მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ