დავით ნარმანია: ეს არის გიორგი სოლომონიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება ის უბრუნდება თავის საქმიანობას

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადენით, გიორგი სოლომონიასთან ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები.

ნარმანიას თქმით, გადადგომის გადაწყვეტილება სოლომონიამ თავად მიღო. ამასთან დედაქალაქის მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი სოლომონია პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით გადადგა არასწორია.

„გიორგი სოლომონია გადავიდა ფინანსთა სამისნიტროს საგამოძიებო სამსახურში, ის დაუბრუნდა იმ სამსახურს, სადაც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა. ეს არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი და დღეს დაკმაყოფილდა“, – გააცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, გიორგი სოლომონისა შემცვლელი უახლოეს დღეებში დასახელდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა დღეს დატოვა. გიორგი სოლომონია მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე სავარაუდოდ თანამდებობიდან დაითხოვეს
შემდეგი სტატიასტამბოლში სასტუმროს შენობა იწვის (ვიდეო)