სტამბოლის ცენტრში სამართალდამცავები მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ

სტამბოლის ცენტრში სამართალდამცავები მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ. როგორც თურქული მედია იტყობინება, ადგილზე მომუშავე პოლიციელეები არ გამორიცხავენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი თვითმკლველი იმალებოდეს ან ბომბი იყოს დამონტაჟებული.
შეგახსენებთ, სტამბოლოს ცენტრის ისტორიულ უბანში, სულთან-აჰმეთის მოედანზე აფეთქება ადგილობრივი დროით 10:30 საათზე მოხდა, რომელსაც მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. გავრცელებული ცნობით დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხოელი ტურისტები არიან.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ტერაქტი მოაწყო და უცხოელი ტურისტების გვერდით აიფეთქა თავი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში სასტუმროს შენობა იწვის (ვიდეო)
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: დამადლება რომ ზოგი ოქსფორდში სწავლობდა და ზოგი კემბრიჯში არ მიმაჩნია სწორად