შინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე სავარაუდოდ თანამდებობიდან დაითხოვეს

news
ავტ.: news იანვარი 12, 2016 14:31

შინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე სავარაუდოდ თანამდებობიდან დაითხოვეს

hhuuuuნეტგაზეთის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები დავით ხუციშვილი და თეიმურაზ მღებრიშვილი სავარაუდოდ თანამდებობიდან დაითხოვეს.

თეიმურაზ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

დავით ხუციშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდან არის. იგი 2012–დან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ნეტგაზეთმა მინისტრების გადაყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც სცადა, სადაც ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

წყარო: 

news
ავტ.: news იანვარი 12, 2016 14:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics