დევნილებისთვის ერთი თვის წინ გადანაწილებული საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე არ გადაუციათ

დევნილებისთვის ერთი თვის წინ გადანაწილებული საცხოვრებელი ფართები ამ დრომდე არ გადაუციათ და მათი უმეტესობა ახალ წელს ისევ მძიმე პირობებში შეხვდა.

დევნილთა სამინისტრო ინფორმაციით, თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს საახალწლოდ გადაეცა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი ნგრევად შენობებში და უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილებს მიენიჭათ და ისინი ახალ წელს ახალ საცხოვრებელ ბინებში შეხვდებოდნენ.

თუმცა არსბული ინფორმაციით, 60-მდე დევნილი ოჯახი საკუთარ ბინებში შესახლებას ამ დრომდე ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისტამბოლში აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე სავარაუდოდ თანამდებობიდან დაითხოვეს