თავდასხმა სლოტ-კლუბზე-დამნაშავემ ცეცხლი გახსნა

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1979 წელს დაბადებული გოჩა მ. დანაშაულის ადგილას ბათუმში აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გოჩა მ. ყაჩაღურად თავს დაესხა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სლოტ-კლუბ ვეგასს, კლუბის დაცვის თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნა და თანხის გატაცებას შეეცადა.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

banner
წინა სტატიაშიკიოლნში შიშველმა მხატვარმა ძალადობის წინააღმდეგ აქცია მოაწყო
შემდეგი სტატიალარსის მიმართულებით მიმავალი ავტოტრანსპორტი გზის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება