შვეიცარიემა მხატვარმა მილო მუარემ გუშინ კიოლნის ცენტრში ძალადობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შიშველმა მოაწყო აქცია. როგორც “ტელეგრაფი” წერს, შიშველი მხატვარი ქალაქის მთავარ მოედანზე იდგა, სადაც ახალი წლის ღამეს ასობით ქალი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ის მოედანზე დაახლოებით 20 წუთი გაჩერდა – წერს The Local. მილო მუარეს ეჭირა ტრანსფარანტი “პატივი გვეცი. ჩვენ თავდასხმის ობიექტები მაშინაც არ ვართ, როცა შიშვლები ვართ”.