ლარსის მიმართულებით მიმავალი ავტოტრანსპორტი გზის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება

მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსები, რომლებიც ლარსის მიმართულებით მიდიოდნენ ამ დრომდე რჩებიან ანანურთან. ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის გზა ისევ ჩაკეტილია, შესაბამისად ავტოტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება.

მათ გარდა რამდენიმე დღეა გაჩერებული არიან სატვირთო ავტომობილები ჟინვალში, ფასანაურსა და არაგვისპირში.

მძღოლები აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის გაიხსნება გზა, ადგილზე არსებულ მაღაზიებში კი პროდუქტები გაძვირებულია და ისინი რთულ პირობებში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა სლოტ-კლუბზე-დამნაშავემ ცეცხლი გახსნა
შემდეგი სტატიაზვავსაშიშროების გამო ტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვები საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე მოქმედებს