,,ალისა და ნინოს” პრემიერა ამერიკულ სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართება

აზერბაიჯანული ფილმის, ,,ალისა და ნინოს” პრემიერა ამერიკულ სანდენსის კინოფესტივალზე
გაიმართება, რომელიც პარკ სითიში 21-31 იანვარსაა დაგეგმილი.

,,ალი და ნინო” აზერბაიჯანელი ავტორის, ყურბან საიდის, რომანია. ფილმის პროდიუსერები ლეილა ალიევა და კრის ტაიკი არიან, რეჟისორი ასიფ კაფადიაა, ხოლო სცენარი ბრიტანელ ნოველისტს, სცენარისტსა და რეჟისორს, კრისტოფერ ჰემპტონს, ეკუთვნის.

მთავარ როლებს ადამ ბაკრი და მარია ვალვერდე (,,ციდან სამ მეტრზე”- ბაბი) ასრულებენ, ფილმში ასევე მონაწილეოენ მენდი პატინკინი, კონი ნილსენი და რიკარდო სკამარსიო.

banner
წინა სტატიაშილუბლიანას ქუჩაზე ავარიის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსკა მაყაშვილი სანდრო ნიჟარაძეზე დაქორწინდა (+ფოტოები)