თურქეთის პრეზიდენტმა ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა(ვიდეო)

WikiLeaks-მა რუსულ გამანადგურებელზე თავდასხმისას ერდოღანის მოტივები გაიგო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა. თურქეთის პრეზიდენტის კორტეჟი ბოსფორის ხიდზე მაშინ გადადიოდა, როდესაც მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველები ორი საათის განმავლობაში არწმუნებდნენ მამაკაცს, წყალში გადახტომისგან თავი შეეკავებინა.პრეზიდენტმა მანქანა გააჩერა და პირად მცველებს თვითმკვლელთან გასაუბრება დაავალა.როდესაც დაცვის წევრებმა მამაკაცს უთხრეს, რომ მანქანაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმყოფებოდა და მას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარობდა, ის ჯებირიდან გადმოვიდა და პრეზიდენტის ავტომობილში ჩაჯდა.რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ მამაკაცმა თავის მოკვლა გადაიფიქრა და პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

https://youtu.be/yW1OyperQ4E

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება იწყება
შემდეგი სტატია“მურუსიძე გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს”- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება