“მურუსიძე გამორჩეული ავტორიტეტით სარგებლობს”- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც საბჭოში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით მოხვდნენ, განცხადებას ავრცელებენ. ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახა სოფრომაძე ადასტურებენ, რომ ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირეს. მათი განცხადებით, ეს იყო მეტად არაპოპულარული, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი რაციონალური გადაწყვეტილება. განცხადებაში წერია, რომ საზოგადოებრივი აზრისგან განსხვავებით, სასამართლოს შიგნით, მოსამართლეთა შორის, მურუსიძე გამორჩეული ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობს და მას მოსამართლეთა კორპუსის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს.

განცხადებაში აღნიშნულია: “მურუსიძის დანიშვნაზე უარის თქმა მსუსხავ ეფექტს იქონიებდა მთელ სამოსამართლო კორპუსზე, აღქმული იქნებოდა, როგორც ძველი მოსამართლეებისადმი საერთო უნდობლობის გამოცხადება და სასამართლო სისტემიდან მათი თანდათანობითი განდევნის მაუწყებელი ნაბიჯი, რაც დემორალიზაციას, არასტაბილურობასა და ქაოსს გამოიწვევდა სასამართლო სისტემაში”.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრეზიდენტმა ახალგაზრდა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა(ვიდეო)
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ოპოზიციის განცხადება დეზინფორმაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად