ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს

news
ავტ.: news დეკემბერი 23, 2015 20:20

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს

garibaჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ქვეყანაში დამკვიდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა, – თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ მთავრობის კანცელარიაში გააკეთა .
“ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდდრდა მშვიდობა და სტაბილურობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ჩვენ მოქალაქეებს დავუბრუნეთ ყველაზე მთავარი – თავისუფლება და ღირსება. ასევე ჩვენს მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმებით და უპრეცედენტო სამთავრობო პროგრამებით ჩვენ შევქმენით მყარი საფუძვლები ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს – გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და დავიწყეთ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა. მივიღეთ თანხმობა უვიზო მიმოსვლაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რითაც უკვე შეუქცევადი გახდა ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს, ისე, როგორც არასდროს, ადამიანზე ორიენტირებული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენი ევროპული პერსპექტივით ყალიბდება რეალური საფუძველი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.
“ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ფუნქციის აღდგენაზე – საქართველო აქტიურად ჩაერთო აბრეშუმის გზის პროექტში და ხდება რეალურად დამაკავშირებელი ხიდი ავროპასა და აზიას შორის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

https://youtu.be/0FKVVC_A-ZU

news
ავტ.: news დეკემბერი 23, 2015 20:20