ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება (video)

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება

ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება, – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. “დღემდე თითოეული ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი მაკისრებდა, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის შექმნის, კარიერის არჩევის თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო უდიდესი პასუხიმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

https://youtu.be/0FKVVC_A-ZU

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს მივაღწიეთ ისტორიულ შედეგებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის მოვალეობას გიორგი კვირიკაშვილი შეასრულებს