65 წლიანი ინტერვალის შემდეგ, თურქი პრეზიდენტი საბერძნეთს ეწვევა

თურქეთის პრეეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, 65 წლიანი ინტერვალის შემდეგ პირველი იქნება თურქ პრეზიდენტებს შორის, ვინც საბერძნეთს ეწვია.
თურქული მედიით გავრცელებული ინფომაციით, ერდოღანმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კვიპროსის კუნძულთან დაკავშირებული ტერიტორიული პრობლემების გაამო საბერძნეთთან გართულებული ურთიერთობები დაალაგოს, რისთვისაც 65 წლიანი ინტერვალის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთში ჩასვლას და ამ ქვეყანასთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანის საბერძნეთში ვიზიტს ამზადებს ვიცეპრემიერი ჰაქან ჩავუშოღლუ, რომელიც საბერძნეთის კომოტინშია დაბადებული…
„საბერძნეთთან განსახილველი სამი მთავარი საკითხი გახლავთ. პირველი – იზმირიდან, სალონიკში სამგზავრო და სატვირთო გემების მოგზაურობის დაწყება, მეორე – სტამბულიდან სალონიკამდე სწრაფი სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა, ხოლო მესამე – კიპისა და სიპალას საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხიდის აშენებაა. საბერძნეთი და თურქეთი მეზობელი ქვეყნები გახლავთ, ამიტომ როგორც მეზობლებს შეეფერება, კანონმდებლობის ფარგლებში ორივე ქვეყნის ხალხის ცხოვრების სტანდარტების ასამაღლებლად შესაბამისი თანამშრომლობა აუცილებელია“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.

banner
წინა სტატიაშირუსი პარლამენტარი: სირიიის მერე უკრაინის ტერიტორიასაც დავანაწევრებთ
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა