54 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტში გენდერული კვოტის საკითხი მნიშვნელოვანია

NDI-ს კვლევები პარლამენტში გენდერული კვოტის შემოღებას უკავშირდება. 2016 წლის მარტის მიხედვით, გამოკითხულთა 54 პროცენტს მიაჩნია, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია. 34 პროცენტი კი ამ თემას უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

გამოკითხულთა 16 პროცენტის აზრით, პარლამენტში 10-მდე ქალია, 30 პროცენტი ფიქრობს, რომ 20-მდე ქალია, 14 პროცენტის აზრით – 30-მდე, 4 პროცენტის თქმით – 40-მდე ქალია, 3 პროცენტის თქმით კი 50-მდე, ხოლო გამოკითხულთა 1 პროცენტი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოში 51-ზე მეტი ქალია.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკურ კვლევას აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად
შემდეგი სტატიაNDI-ის გამოკითხულთა 95 პროცენტს 2012 წლის შემდეგ, დეპუტატისთვის არ მიუმართავს