ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა მხოლოდ 6 პროცენტმა მიმართა პარლამენტის დეპუტატს და მათგან 44 პროცენტს პასუხი არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 58 პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.
97 პროცენტი კი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მას პარლამენტის რომელიმე წევრი ან მისი წარმომადგენელი არ დაკავშირებია.
გამოკითხულთა 57 პროცენტი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად შეძლებდა პარლამენტში მისი მაჟორიტარისთვის მიმართვას.
გამოკითხულთა 42 პროცენტი მიიშნევს, რომ 2012 წლის შემდეგაც ისევე მუშაობს პარლამენტი, როგორც მანამდე.
31 პროცენტი თვლის, რომ უარესად მუშაობს, ხოლო მხოლოდ 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მუშაობა გააუმჯობესა.