გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება გადაწყვეტილების მიმღებ პირად

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 66% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად, მიუხედავად იმისა, რომ ის ოფიციალურ თანამდებობას აღარ იკავებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღები პირი, მას შემდეგ რაც თანამდებობიდან გადადგა, ხოლო არც ერთ მოსაზრებას არ იზიარებს გამოკითხულთა 4%.

კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 25% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირი და ამასთან ეკავოს ოფიციალური თანამდებობა.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15% ხმას ”ქართულ ოცნებას” მისცემდა, 13 % – ” ნაციონალურ მოძრაობას”
შემდეგი სტატია54 პროცენტს მიაჩნია, რომ პარლამენტში გენდერული კვოტის საკითხი მნიშვნელოვანია