ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მოკლულთა ოჯახებს 51-ე სკოლასთან სოლიდარობა გამოუცხადეს.
მოქალაქეებმა სკოლასთან სანთლები დაანთეს და ყვავილები მიიტანეს. სოლიდარობისა და მხარდაჭერის აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ეფექტურ გამოძიებასა და პრევენციულ ზომებს ითხოვენ.