მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეებს მოუწოდა ოლიგარქების დიქტატურის დამხობისკენ

ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნტორმა, პარტია “Рух нових сил”-ის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა უკრაინის მოქალაქეებს ოლიგარქების დიქტატურის დამხობისკენ.
“გთავაზობთ, არ ველოდოთ კიდევ 25 წელი, დავამხოთ ოლიგარქის დიქტატურა და დავამყაროთ საშუალო კლასის დიქტატურა”, — განაცხადა მან კიევში, ევროპის მოედანზე გამართულ მიტინგზე – “მარში იმპიჩმენტის მოთხოვნით”.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ილიგარქების ხელისუფლება ქვეყნისთვის არის ყველაზე დიდი პრობლემა. მისი აზრით, სწორედ ეს არის კორუფციის მიზეზი. სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოლიგარქატის წარმომადგენელია და, შესაბამისად, ქვეყნის მტერია.
3 დეკემბერს კიევში გაიმართა “მარში იმპიჩმენტის მოთხოვნით”, რომელიც სააკაშვილის და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური მოძრაობის ორგანიზებული იყო. საპროტესტო მსვლელობაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “РИА НОВОСТИ”.

banner
წინა სტატიაშიმარიანო რახოი: კატალონიაში სეპარასტისტული პროცესი დასრულდა
შემდეგი სტატია51-ე სკოლასთან მოქალაქეები მოკლული მოსწავლეების ოჯახებს მხარდაჭერას უცხადებენ