49%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს – IPSOS-ის ახალი კვლევა

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია Ipsos-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გსურთ რომ ხელისუფლება შეიცვალოს თუ იგივე დარჩეს? – პასუხები ასე გადანაწილდა:

მინდა იგივე დარჩეს 26%
მინდა შეიცვალოს 49%
“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”.

შეგახსენებთ, მსგავსი შეკითხვა ასევე “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ Ipsos-ის სხვა კვლევებშიც დაისვა.

რიგით მესამე კვლევაში გამოკითხულთა პასუხები კითხვაზე : გინდათ თუ არა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვალოს? ასე გადანაწილდა:

მინდა – 57%
არ მინდა – 25%
მეორე კვლევის პასუხები :

მინდა – 56%
არ მინდა – 26%
პირველ კვლევაში:

მინდა – 57%
არ მინდა – 26%

banner
წინა სტატიაშიარჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოება გაუარესდა – 51% IPSOS-ის კვლევაში