სახელმწიფო უსაფრთხოება გაუარესდა – 51% IPSOS-ის კვლევაში

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია IPSOS-ის რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე – მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხით? – პასუხები ასე გადანაწილდა:

გაუმჯობესდა – 13 (-3.0)%
გაუარესდა – 51 (+7.0)%
ცნობისთვის, “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში “არჩევნები 2020”.

აქვე შეგახსენებთ, რომ მსგავსი შეკითხვა ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ Ipsos-ის მიერ ჩატარებულ, რიგით მესამე კვლევაშიც დაისვა:

მოქმედი ხელისუფლების პირობებში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა:

სახელმწიფო უსაფრთხოება:

გაუმჯობესდა – 16%
გაუარესდა – 44%

banner
წინა სტატიაში49%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს – IPSOS-ის ახალი კვლევა
შემდეგი სტატიამომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს (ალოკაცია) – IPSOS-ის ახალი კვლევა არჩევნებამდე 3 დღით ადრე