არჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, “მთავარი არხი” ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგებს ასაჯაროებს.

კითხვაზე – მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – პასუხები ასე გადანაწილდა:

ქართული ოცნება – 23%
ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 18%
სტრატეგია აღმაშენებელი – 4%
ევროპული საქართველო – 4%
ლელო – 3%
ლეიბორისტული პარტია – 2%
გირჩი – 1%
პატრიოტთა ალიანსი – 1%
ერთიანი საქართველო – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა პარტიები – 1%
არ ვიცი / უარი პასუხზე – 41%
იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით:

(ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას)

ქართული ოცნება – 40%
ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 33%
სტრატეგია აღმაშენებელი – 7%
ევროპული საქართველო – 7%
ლელო – 4%
ლეიბორისტული პარტია – 2%
გირჩი – 2%
პატრიოტთა ალიანსი – 2%
ერთიანი საქართველო – 1%
მოქალაქეები – 1%
სხვა პარტიები – 1%

ცნობისთვის, “მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

 

banner
წინა სტატიაშიარჩევნებს ეუთოს 28 წარმომადგენელი დააკვირდება
შემდეგი სტატია49%-ს ხელისუფლების შეცვლა სურს – IPSOS-ის ახალი კვლევა