39 ადამიანი, რომელთა ცხედრებიც აღმოსავლეთ ინგლისში სატვირთო მანქანაში იპოვეს, ჩინეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ

39 ადამიანი, რომელთა ცხედრებიც აღმოსავლეთ ინგლისში სატვირთო მანქანაში იპოვეს, ჩინეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ – ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით BBC-ი წერს.

სატვირთო მანქანა რამდენიმე ათეული ცხედრით ოთხშაბათს ღამით, ესექსის საგრაფოში იპოვეს. სატვირთოს მძღოლი – 25 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი მო რობინსონი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

პოლიციამ დაადგინა, რომ სატვირთო მანქანა ბულგარეთში იყო რეგისტრირებული, თუმცა ბრიტანეთში ბელგიის პორტიდან ზებრიუგედან მოხვდა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებს ალოგიკურს უწოდებს
შემდეგი სტატიაგაგრაში სამგზავრო მატარებელს ხე დაეცა