YouTube-მა საავტორო უფლებების შესახებ ევროკავშირის სასამართლო მოიგო

ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ YouTube-ს პირდაპირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ მომხმარებლების გამო, რომლებიც ისეთ კონტენტს აქვეყნებენ, სადაც საავტორო უფლებები დარღვეულია – Reuters-ი წერს.

“არსებული პირობებით ონლაინ-პლატფორმის ოპერატორები, პრინციპში საავტორო უფლებების დარღვევით არ ავრცელებენ კონტენტს, რომელიც არალეგალურად არის იქ განთავსებული” – სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

ევროკავშირის სასამართლომ განაცხადა, რომ პლატფორმებს შესაძლებელია პასუხისმგებლობა დაეკისროს, თუკი ისინი საკუთარი მომხმარებლების მიერ საავტორო უფლებების დარღვევას არ ებრძვიან.

სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად “იუთუბმა” განაცხადა, რომ საავტორო უფლებების დაცვის სფეროში ლიდერია და მხარს უჭერს საავტორო უფლებების მქონე პირებს, რომელთაც სამართლიან წილს უხდის.

“აი, რატომ ჩავდეთ საავტორო უფლებების თანამედროვე ინსტრუმენტებში ინვესტიცია, შევქმენით შემოსავლების სრულიად ახალი არხი. მხოლოდ უკანასკნელი 12 თვის მანძილზე მუსიკალურ ინდუსტრიას 4 მილიარდი დოლარი გადავუხადეთ, აქედან 30%-ზე მეტი კონტენტის მონეტიზაციიდან არის, რომელსაც მომხმარებლები ქმნიან” – “იუთუბის” წარმომადგენელმა განაცხადა.

“იუთუბი” ბრალდებულის სკამზე მას შემდეგ აღმჩნდა, რაც მუსიკალურმა პროდიუსერმა ფრენკ პეტერსონმა კომპანიას და Google-ს გერმანიაში 2008 წლის რამდენიმე ფონოგრამის ატვირთვისთვის უჩივლა, რომელზე საავტორო უფლებები თავად ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე ენმ-ს: თქვენი საკუთარი ქვეყანა ევროპაში დაადანაშაულეთ ომის დაწყებაში
შემდეგი სტატიაკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგრანტო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს