ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარამდეა. ავარიულ სკოლაში შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობა, სველი წერტილების და კომუნიკაციების გამართვა და შენობის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირება მოხდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნენ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, გიორგი გახარიამ მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის შესახებ გამართა
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ უნდა აიღოს თუ რამე მტკიცებულებები აქვს, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტში