არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ უნდა აიღოს თუ რამე მტკიცებულებები აქვს, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტში

„ოპოზიციამ უნდა აიღოს, თუ რამე მტკიცებულება გააჩნია, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები გაყალბებებთან დაკავშირებით თუ ასეთი აქვთ, ჩადოს ჩანთაში და შემოვიდეს პარლამენტის შენობაში, ჩაერთოს კომისიაში“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას როგორ უნდა ჩაერთოს ოპოზიცია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, იმ პირობებში, როდესაც იგი უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე.

„ თუ ოპოზიციას მართლა სჯერა თავისი განცხადების, რომ არჩევნები თითქოს გაყალბდა, უნდა ჩაერთოს კომისიის მუშაობაში და ფაქტები წარმოადგინოს.

ადამიანი როდესაც გეუბნება, რომ არჩევნები გაყალბდა და შემდეგ უარს ამბობს ამის გადამოწმებაზე, რა შეფასებას იმსახურებს? ეს რას ნიშნავს?“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე იტყვის უარს, ჩაითვლება, რომ მისი ბრალდება არჩევნების გაყალბების შესახებ აღარ არსებობს