30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქვეყანაში COVID-19-ზე ვაქცინაცია შეჩერდება

30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდება. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზის მიმღებთათვის რეგრისტრაციის დეტალებთან ერთად ავრცელებს.

“პფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია წარმატებით გაიარა 8000-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30.04-3.05-ის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო”. – ნათქვამია NCDC-ის განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

banner
წინა სტატიაშიბარბაქაძე: იმ მარაზმში ნუ გადავალთ, რომ დეზდემონას დავახრჩობინოთ ოტელო
შემდეგი სტატია19 აპრილს, ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება