ბარბაქაძე: იმ მარაზმში ნუ გადავალთ, რომ დეზდემონას დავახრჩობინოთ ოტელო

ბარბაქაძე აქციაზე

“სრული აბსურდი. ლაპარაკობენ, რომ რობერტ სტურუა რეპეტიციაზე ავიწროებს ქალებს. ეს არის როგორი აბრუსდი იცით? თან ამბობს ისეთი ადამიანი, ვინც რეპეტიციაზე ნამყოფი არ არის. ახლა ჩვენ იმ მარაზმში ნუ გადავალთ, რომ დეზდემონას დავახრჩობინოთ ოტელო.

თურმე, რობერტი არის ძალადობის მომხრე – ეს ხომ ტყუილია. ხომ გააკეთა ამ კაცმა განცხადება”, – ამის შესახებ მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ, რუსთაველის თეატრის წინ თქვა.

17 აპრილს, რუსთაველის თეატრთან აქცია “ილაპარაკე ძალადობაზე – მოქმედების დროა” გაიმართა. მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პროტესტის მონაწილეები აკრიტიკებდნენ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებებს. აქციაზე მომიტინგეებსა და რუსთაველის თეატრის რამდენიმე მსახიობს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

banner
წინა სტატიაში“ილაპარაკე ძალადობაზე” – რუსთაველის თეატრთან ნინუცა მაყაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ქვეყანაში COVID-19-ზე ვაქცინაცია შეჩერდება