ალექსანდრე საკანდელიძე მორაგბის დაჭრაზე : მიმდინარეობს კლანის მოშორების პროცესი

რაგბის კავშირის საინიციატივო ჯგუფის წევრი ალექსანდრე საკანდელიძე მორაგბის დაჭრას ეხმაურება და აცხადებს, რომ რაგბიდან კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს.

“ახლა მიდის რაგბიდან კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. ეს 5 წლის წინ გვქონდა დაწყებული, მაგრამ გვინდოდა გარეთ არ გამოსულიყო. თუმცა, მერე ისეთი შედეგები მივიღეთ, რომ ამის გარეთ გამოტანა მოგვიწია. შიგნიდან რამის გაკეთება შეუძლებელია”, – განაცხადა საკანდელიძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები რაგბის კავშირში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრებენ.

რაგბის კავშირში ერთი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაცია ფორმულას რაგბის კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, ფქვილით, კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით ამ არჩევნებზე მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება”
შემდეგი სტატიამე ვურჩევ ქართული ოცნების ლიდერებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია – გიორგი კანდელაკი