“დარწმუნებული ვარ, ფქვილით, კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით ამ არჩევნებზე მოსახლეობის აზრის შეცვლა ვეღარ მოხერხდება”

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის შეფასებით, საქართველოში ტიპური საარჩევნო კამპანია ჩატარდება და ყველა ცუდი ნიშანი, რომელიც უკვე გამოჩნდა, უფრო გამძაფრდება.

„რეალურად, საარჩევნო კამპანია ახლა ხურდება და ინტენსიურ სახეს იღებს. ველოდებით, რომ ყველა ის ნიშანი, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიების დროს არსებობდა, ყველა ცუდი სიმპტომი, რომელიც ამ კამპანიის დროს უკვე გამოჩნდა, კიდევ უფრო გამძაფრდება და იქნება ტიპური საარჩევნო კამპანია, როგორსაც ატარებს „ქართული ოცნება“ პირველ რიგში ამომრჩევლის მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსით, ზეწოლით, ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობით. ეს ყველაფერი ვიხილეთ ყველა წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მონაწიელობით და დღეს, როდესაც ნათელია სურათი, რომ ხელისუფლება წააგებს ამ არჩევნებს ოპოზიციასთან და ეს არჩევნები იქნება გარდამტეხი ცვლილებების არჩევნები, რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ ყველა ამ ნაცად ხერხს ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენებს.

ამის ნიშნები უკვე სახეზეა და რაც უფრო გამწვავდება, პიკს მიაღწევს საარჩევნო კამპანია, მით მეტ დარღვევას იხილავს ჩვენი საზოგადოება. მთავარია, რომ ვერანაირი დარღვევა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებას უკვე ვეღარ უშველის, რადგან მოსახლეობა იმდენად დიდ ეკონომიკურ კრიზისშია შესული, რომ საზოგადოებაში არის მკაფიო დაკვეთა ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ვეღარც ფქვილით, კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით მოსახლეობის აზრის შეცვლა ამ არჩევნებზე ვეღარ მოხერხდება“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : მიხეილ სააკაშვილს 3-4 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და მაინც ამბობს, პრემიერი ვიქნებიო
შემდეგი სტატიაალექსანდრე საკანდელიძე მორაგბის დაჭრაზე : მიმდინარეობს კლანის მოშორების პროცესი