მე ვურჩევ ქართული ოცნების ლიდერებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეზოლუცია – გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტარების მიერ რეზოლუციის კენჭისყრას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.
გიორგი კანდელაკის თქმით, ეს რეზოლუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი რანგის, სადაც საუბარია იმ მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე. კანდელაკის თქმით, რეზოლუციაში გამახვილებულია ყურადღება პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების საქმეზე და 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაზე, ასევე წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა დარღვევებზე. კანდელაკმა მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვალი გაუსწორონ რეალობას და გაითვალისწინონ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები.
„ამ წუთებში ევროპარლამენტში მიმდინარეობს კენჭისყრა რეზოლუციისა, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას და ეს არის ძალიან მაღალი რანგის და ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი იღებს არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
რეზოლუციაში პირდაპირ არის ნათქვამი და ეს არის შეთანხმებული ტექსტი, ყოველგვარი შესწორების გარეშე, ყველა ფრაქციის მიერ, მათ შორის ქართული ოცნების პარტნიორი ფრაქციის, სოციალისტური ფრაქციის მიერ. აქ პირდაპირ არის ჩამოთვლილი რა არ უნდა მოხდეს ამ არჩევნებზე, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.
ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, ძალადობის შემთხვევების არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელი და წინა არჩევნებზე მომხდარი ძალადობრივი ფაქტები, ასევე საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და ზოგადად, ზეწოლა ამომრჩევლებზე.
ასევე, პირდაპირ არის მოწოდება, რომ გადაწყდეს პოლიტიზირებული მარლთმსაჯულების დარჩენილი საქმე 8 მარტის შეთანხმების შესრულების კონტექსტში და რათქმაუნდა, გიორგი რურუას საქმე იგულისხმება და სალომე ზურაბიშვილის მიერ უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალება სწორედ ამ შეთანხმების კონტექსტში გადადგმულ ნაბიჯად არის მოხსენიებული. ასევე საუბარია პროპაგანდაზე, მტრული ქვეყნის პროპაგანდაზე, თუმცა ამავდროულად, პროპაგანდაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ აღკვეთა Facebook – მა და გააუქმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასეულობით გვერდი.
მე ვურჩევ ქართული ოცნების ლიდერებს, რომ გუშინდელივით არ დაიწყონ ტყუილების თქმა, თვალი გაუსწორონ რეალობას და ძალიან სერიოზულად მიიღონ საქართველოს მეგობრების და მხარდამჭერების ეს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და წონიანი რეზოლუცია, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში მიიღებს ევროპარლამენტი.“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე საკანდელიძე მორაგბის დაჭრაზე : მიმდინარეობს კლანის მოშორების პროცესი
შემდეგი სტატია“უაღრესად შემაშფოთებელია, როდესაც ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები გვესმის”