პრეპარატი “იმუნოჰერბი” COVID-19-ის დასამარცხებლად-კახა საბახტარაშვილი “თაიმერს” ესაუბრა

მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საშინელი პანდემია იყო „ესპანური გრიპი“, რომელიც მძვინვარებდა 1918-1921 წლებში. სხვადასხვა მონაცემებით, ამ პანდემიამ შეიწირა 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე. რა თვისებებით ხასიათდებოდა „ესპანური გრიპი“ და კორონავირუსის მსგავსად აზიანებდა თუ არა იგი ფილტვებს? უნდა ითქვას, რომ ა დაზიანების ხარისხი იყო განუზომლად დიდი. თუ კორონავირუსი აზიანებს ფილტვის ალვეოლებს, „ესპანური გრიპი“ არა მარტო ალვეოლებს აზინებდა, არამედ ფილტვებში სისხლჩაქცევას იწვევდა ანუ, ფაქტობრივად, ადამიანი იხრჩობდა საკუთარ სისხლში. ამასთანავე, ეს დაავადება ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა, ხოლო მისი სამკურნალო საშუალება არ არსებობდა. 1921 წელს გამოვიდა ამერიკის ჰომეოპათიური საზოგადოების ჟურნალი, რომელშიც შემდეგი ფაქტები იყო მოხსენებული: „ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც მძვინვარებდა „ესპანური გრიპი“ და სადაც ჰომეოპათიურ პრეპარატებს იყენებდნენ სამკურნალოდ, სიკვდილიანობა მკვეთრად შემცირდა 30%-დან 1%-მდე; შვეიცარიაში, მაგალითად, საერთოდ არ დაფიქსირდა ეს ვირუსი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სახის პრეპარატების გამოყენების შედეგად სიკვდილიანობა 1% მდე დაეცა“-აცხადებს “თაიმერთან”  საუბარში ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი.

მისივე თქმით წლების წინ, როდესაც მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, „ღორის გრიპის“ ეპიდემია გავრცელდა, ხელთ ამერიკის ჰომეოპათიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული მონაცემები და მიზნად დავისახე, რომ აღმედგინა იმდროინდელი რეცეპტურა, მომეძებნა სამკურნალო ჰომეოპათიური პრეპარატები, რომელებიც „ესპანური გრიპის“ წინააღმდეგ იქნა მაშინ გამოყენებული. კვლევის შედეგად სწორედ ეს რეცეპტურები იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი.
საქართველოში X- XY საუკუნეებში ფიქსირდება ვირუსული ინფექციები. იმ დროს გამოიყენებოდა უნიკალური რეცეპტურები, რასაც დღეს „ქართულ მედიცინას“ ვეძახით. ჩვენ ამ რეცეპტურების აღდგენის და დამუშავების საშუალება მოგვეცა. საბოლოო ჯამში, ძველი ხალხური მედიცინისა და „ესპანური გრიპის“ საწინააღმდეგო ჰომეოპათიური პრეპარატების სინთეზით, ჩვენ შევქმენით ის უნიკალური პრეპარატი, რომელიც დღეს „იმუნოჰერბის“ სახელითაა ცნობილი. იგი ათასობით პაციენტზე გამოიცადა „ღორის გრიპის“ ეპიდემიის დროს და შედეგი იყო ასეთი:
1) ვინც იღებდა „იმუნიჰერბს“ პროფილაქტიკის მიზნით, მათ ღორის გრიპი არ ემართებოდა;
2) დაინფიცირება ხდებოდა მსუბუქი ფორმით;
3) თუ უკვე დაინფიცირებული იყო ადამიანი, გამოჯანმრთელება ხდებოდა გართულებების გარეშე;
მას შემდეგ, რაც ეს კვლევის შედეგები ნახა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, შეისწავლა ეს მასალები და მოახდინა „იმუნოჰერბის“ რეგისტრაცია და ლიცენზირება, როგორც ანტივირუსული, იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება.
ნებისმიერი ვირუსული ინფექციის, მათ შორის COVID-19 საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ პროცესი არ გადავიდეს ზედა სასუნთქი გზებიდან ანუ ყელიდან ფილტვებში. სწორედ ფილტვის პნევმონია არის პაციენტის მდგომარეობის გართულების და გარდაცვალების მიზეზი.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ „ესპანური გრიპის“ საწინააღმდეგოდ იყენებდნენ 3 ჰომეოპათიური პრეპარატს. ესენია: აკონიტი, დელადონა და ბრიონია, რომელებიც არ აძლევენ ვირუსს ზედა სასუნთქი გზებიდან ფილტვებში გადასვლის საშუალებას, ანთებითი პროცესის განვითარებას და ფილტვის ქსოვილის დაზიანებას. სწორედ ეს 3 კომპონენტია გამოყენებული „იმუნოჰერბში“. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: რამდენად პროდუქტიული იქნება „იმუნოჰერბის“ გამოყენება COVID-19 სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით?
ზოგადად, ჰომეოპათიური პრეპარატები არ არჩევენ რა სახის ვირუსთან გვაქვს საქმე. უბრალოდ, ვირუსთან ბრძოლის 3 საშუალება არსებობს.
1) უნდა იყოს ისეთი პრეპარატი, რომელიც ვირუსის შესვლას ორგანიზმში ხელს შეუშლის;
2) თუ ვირუსი მაინც შევიდა უჯრედში, ხელი უნდა შეუშალოს ამ ვირუსის გამრავლებას;
3) ორგანიზმი თვითონ გამოიმუშავებს ანტისხეულებს და ინტერფერონს ნებისმიერი ვირუსის წინააღმდეგ.
ყველაზე ეფექტური გზა არის ამ შინაგანი ინტერფერონის გააქტიურება. ამას სწორედ ჰომეოპათიური პრეპარატები უზრუნველყოფენ, რომლებიც შედიან „იმუნოჰერბის“ შემადგენლობაში.
იმ გამოცდილების საფუძველზე, რომელიც დამიგროვდა 2009-2010 წლებში, „ღორის გრიპის“ ეპიდემიის დროს ხალხს ვურჩევ შემდეგ რეკომენდაციებს: „იმუნოჰერბი“ უნდა მიიღონ პროფილაქტიკის მიზნით დღეში 4-ჯერ 5-7 წვეთი, განსაკუთრებით მოხუცებულებმა, რადგან წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს; სამკურნალო მიზნით კი სასურველია მიიღოთ ყოველ ნახევარ საათში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (არ აქვს მნიშვნელობა პაციენტი დაავადებულია COVID-19, რესპირატორული გრიპით თუ სხვა ინფექციური დაავადებითა ან ვირუსით).
არის საკვანძო საკითხიც: რამდენად თავსებადია „იმუნოჰერბი“ სხვა პრეპარატებთან (წნევის წამალთან, შაქრის მარეგულირებელთან თუ სხვა სახის წამლებთან)? რამდენადაც „იმუნოჰერბს“ არ გააჩნია გვერდითი მოქმედება, უკუჩვენებები და ის რეგისტრირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ როგორც მე-3 ჯგუფის პრეპარატი, ის აბსოლუტურად თავსებადია ნებისმიერ მედიკამენტთან და სრულიად უსაფრთხოა როგორც ორსულთათვის, ასევე მეძუძური დედებისთვის. პრეპარატის მიღებისას აუცილებელია „იმუნოჰერბის“ 5-7 წვეთის 1 ჩაის კოვზ წყალთან გაზავება – ყვება „იმუნოჰერბის“ დამაარსებელი კახა საბახტარაშვილი.
ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ „იმუნოჰერბის“ შექმნის გამო, 2019 წელს კომპანია “ლაზიკა ფარმა” და მისი დამაარსებელი კახა საბახტარაშვილი დაჯილდოებულია „ოქროს რეიტინგის“ სერტიფიკატით შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის მიერ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია – მიუხედავად იმისა რომ პრემიერის მხრებზეა იმ სირთულის დაძლევა,რომელსაც მსოფლიო გაჭირვებით უმკლავდება, ვიცი რომ მისთვის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა და კანცელარიის შენობაში და არც სახლში არ გაჩერდებოდა
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ