ბათუმში კორონავირუსი დედასა და მის 10 წლის შვილს დაუდასტურდათ

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დედა-შვილი კლინიკა „მედალფაში“ არიან მოთავსებულები, სადაც ჯამში 16 პაციენტი მკურნალობს.

ინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 6 მათგანს პნევმონია აქვს.

საქართველოში კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

banner
წინა სტატიაშიპრეპარატი “იმუნოჰერბი” COVID-19-ის დასამარცხებლად-კახა საბახტარაშვილი “თაიმერს” ესაუბრა
შემდეგი სტატიადავით ფაცაცია: სიცოცხლის ზვარაკად შეწირვით მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობა