დარწმუნებული ვიყავი რომ მოვიდოდა მთავრობის სასახლესთან დღეს! მიუხედავად იმისა რომ მის მხრებზეა იმ სირთულის დაძლევა,რომელსაც მსოფლიო გაჭირვებით უმკლავდება, ვიცი რომ მისთვის 9 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა და კანცელარიის შენობაში და არც სახლში, არ გაჩერდებოდა, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ირაკლი შონია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 9 აპრილის მემორიალთან მისვლას.
როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, პრემიერმა მთავრობის სასახლის წინ,მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,მემორიალთან მისვლა ვერ მოახერხა, მაგრამ,გავლებულ ღობესთან სანთლებიც დაანთო და ყვავილებიც მიიტანა.
“ცხადია ტიტები…
გიორგი გახარიას თქმით: 31 წლის წინ, 9 აპრილს, 1989 წელს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა. ყველას კარგად გვახსოვს უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლეს ისტორიაში. ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის…
პრემიერმა უფრო ხაზგასმითაც დასძინა: გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა,რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან,1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა!
და მართლაც 9 აპრილიდან, 9 აპრილამდე ერთმა უდიდესმა თარიღმა შვა უკიდეგანო ტრაგედია და ამავე დროს დიდი გამარჯვება!
9 აპრილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის დღე!”, – წერს ჟურნალისტი.