28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, კრწანისის რაიონში, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი“ წყალარინებისა და სასმელი წყლის მილების შეცვლას ასრულებს. ამის შემდეგ კი, კრწანისის რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს. სამუშაოების ფარგლებში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება.

ჟანი კალანდაძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობისთვის აუცილებელია საავტომობილო გზაზე ორმხრივი მოძრაობის შეზღუდვა.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

banner
წინა სტატიაშიდღეს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021″ გაიხსნება
შემდეგი სტატიაRyanair-ზე ბომბის შესახებ ჯერ მფრინავებს შეატყობინეს, წერილი კი ნახევარი საათის დაგვიანებით მიიღეს