Ryanair-ზე ბომბის შესახებ ჯერ მფრინავებს შეატყობინეს, წერილი კი ნახევარი საათის დაგვიანებით მიიღეს

Ryanair-ზე ბომბის შესახებ ჯერ მფრინავებს შეატყობინეს, წერილი კი ნახევარი საათის დაგვიანებით მიიღეს

წერილი თითქოსდა Ryanair-ის თვითმფრინავზე, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, ბომბი იყო, მას შემდეგ მიიღეს, რაც დისპეტჩერებმა თვითმფრინავის ბორტზე მფრინავებს აცნობეს ნაღმის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო ცენტრი “დოსიე”, გერმანული “”შპიგელი” და The Daily Beast-ი ავრცელებენ.

ბელორუსის ტრანსპორტის სამინისტრომ თვითმფრინავის ეკიპაჟსა და დისპეტჩერებს შორის სტენოგრამა გამოაქვეყნა, რომელმაც მინსკის ოფიციალური ვერსია უნდა დაადასტუროს. თუმცა, წერილიდან ჩანს, რომ ის ელექტრონულ ფოსტაზე ნახევარი საათით გვიან მიიღეს, ვიდრე მასზე საუბარი იყო, ანუ 12:57 წუთზე. “ლიეტუვას აეროპორტებში” წერილი უფრო ადრე 12:25 წუთზე მიიღეს. გამომგზავნის მისამართია “ahmed_yurlanov1988@protonmail.com”. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია “ჰამასი, რომლის წევრადაც წარადგენს თავს წერილის გამომგზავნი, უარყოფს ნებისმიერ კავშირს მასთან.

თვითმფრინავი ბელორუსის საჰაერო სივრცეში 12:30 წუთზე შევიდა. 12:33 წუთზე დისპეტჩერებმა მფრინავებს საფრთხის შესახებ შეატყობინეს.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ.

ბლოგერთან ერთად დაკავებული რუსეთის მოქალაქეს, რომელიც რომან პროტასევიჩთან ერთად ტელეგრამ-არხ “ნეხტას” თანადამფუძნებელია, გუშინ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

banner
წინა სტატიაში28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება
შემდეგი სტატია“ბრექსიტის” შედეგები: ბრიტანეთის საზღვარზე ევროკავშირის 167 მოქალაქე დააკავეს