27 ნომერი ავტობუსიდან ძლიერი დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა

ძლიერი დაკვამლიანება მგზავრებით სავსე ავტობუსში – შემთხვევა თბილისში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ შემთხვევის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი სადენების გადახურება გახდა.

27 ნომერი ავტობუსის მძღოლის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებიდან მგზავრების ჩამოყვანა დაუყოვნებლივ განხორციელდა. მანვე მოახერხა, ცეცხლმაქრის გამოყენებით, ძლიერი დაკვამლიანების განეიტრალებაც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის, ავტობუსი შემთხვევის ადგილიდან, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიმონოპოლია თუ შეიქმნება ამას რუსული კომპანია შექმნის, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის კომპანია აზრი არ აქვს – ფხაკაძე არ ადასტურებს, რომ “როსნეფტი” “ვისოლს” შეიძენს
შემდეგი სტატიადაცვის პოლიციის მანქანა, რომელსაც თანხა გადაჰქონდა ავარიაში მოხვდა