დაცვის პოლიციის მანქანა, რომელსაც თანხა გადაჰქონდა ავარიაში მოხვდა

სურამისკენ მიმავალ გზაზე დაცვის პოლიციის მანქანა ავარიაში მოხვდა. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა „ჰონდას“ მარკის ავტომობილს შეეჯახა და ავარიის შედეგად, სანიაღვრე არხში ჩავარდა.

დაცვის პოლიციის მანქანას თანხა გადაჰქონდა. ამის გამო, სამართალდამცველებმა პერიმეტრი სპეციალური ლენტებით გადაკეტეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაცვის პოლიციის მეორე ავტომობილს ელოდებიან, სადაც მანქანაში არსებულ თანხას გადაიტანენ.

banner
წინა სტატიაში27 ნომერი ავტობუსიდან ძლიერი დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიაროენა ხუცურაული ბრალს არ აღიარებს – “მამიდა” წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს