26 მაისი – საზეიმო აღნიშვნა – მარნეული

26 მაისი საზეიმოდ და მასშტაბურად აღინიშნება ქვემო ქართლის რეგიონში. ქალაქ მარნეულის შესასვლელში „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და მარნეულის მერმა მიულოცეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით დილიდან ქალაქის ცენტრში მოწყობილია სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის სპორტული აქტივობებით, კონკურსებით, საბავშვო სპექტაკლებით და შოუებით. მარნეულში ამ წუთებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის მარნეულშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საღამოს დაგეგმილ კონცერტზე კი ანსამბლი „ალილო“ და ბენდი „რეზო და ბავშვები“ იმღერებენ.

banner
წინა სტატიაშიდამოუკიდებლობის დღე ყოველთვის ემოციურია და დიდი ზეიმია, მაგრამ წელს ეს განსაკუთრებულია, რადგან საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე გააკეთა განაცხადი – დავითაშვილი
შემდეგი სტატიაწელს 26 მაისის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ“ – ამით კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ისტორიულად სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ – მიქაუტაძე